LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილი აილიშს ისტორიული ,,ოსკარი” არიანა გრანდემ გადასცა

204
page

და-ძმა ო’კონელები, რომელთაც ბილი აილიშისა და ფინეასის სასცენო სახელებით ვიცნობთ, ,,საუკეთესო ორიგინალური სიმღერის” ნომინაციაში, მეორე ,,ოსკარის” მფლობელები გახდნენ. პირველად ის ვარსკვლავურმა დედმამიშვილმა ჯეიმს ბონდის საუნდტრეკისთვის, ამჯერად კი ,,ბარბისთვის” შექმნილი კომპოზიციისთვის მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ამ შედეგით 22 წლის ბილი აილიში და 26 წლის ფინეასი დაჯილდოების 96 წლიან ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა ორგზის ,,ოსკაროსნებად” იქცნენ.

საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა ჯილდოს გადაცემის მომემტი. ისტორიული პრემია რეკორდსმენ არტისტებს, არიანა გრანდემ და სინტია ერივომ გადასცეს.

როგორც დაანონსებული იყო, What Was I Made For? ,,დოლბის თეატრის” სცენაზე შესრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები