ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ბრიტნი სპირსის მამა სიკვდილს ძლივს გადაურჩა, რის გამოც პოპ პრინცესამ დროებით მუსიკალური პაუზა აიღო.
გაირკვა, რომ ჯეიმს სპირსი, რომელიც ამ დრომდე რეაბილიტაციას გადის, ქალიშვილის 12 წლით უმცროს ბოიფრენდზე ქორწინების წინააღმდეგია. ინსაიდერის ინფორმაციით, ამერიკელი შემსრულებელი და ირანელი მოდელი დაქორწინებას გეგმავენ, რაც 37 წლის ვარსკვლავის მამის თანხმობის გარეშე შეუძლებელია.
საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც 2007 წელს მომღერალი ფსიქიკური აშლილობით სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვდა, მის ფინანსებს სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამამისი განაგებს. სწორედ ამ მოტივით, იმისთვის, რომ წყვილმა ურთიერთობის დაკანონება შეძლონ, მუსიკოსს მშობლის თანხმობა სჭირდება, რაც როგორც ჩანს, არც ისეთი მარტივია.
ოჯახთან დაახლოებული წყარო დასძენს, რომ ჯეიმსი სემს ანგარებიან პიროვნებად თვლის.
შეგახსენებთ, რომ ბრიტნი სპირსისა და სემ ასგარის რომანი სტარტს 2016 წლიდან იღებს. მათ ერთმანეთი სიმღერის Slumber Party კლიპის გადაღებებზე გაიცნეს.