სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ვიქტორია და დევიდ ბექჰემების უფროსი ვაჟი, ბრუკლინ ბექჰემი მილიარდერ, ნიკოლა პელტცზე დაინიშნა. ახალგაზრდა წყვილი უკვე ქორწილისთვის ემზადება. აღსანიშნავია, რომ 21 წლის ბრუკლინი და 25 წლის ნიკოლა სამეფო ოჯახის წარმომადგენლებთან, პრინც ჰარისთან და მეგან მარკლთან მეგობრობენ და რა თქმა უნდა, ისინი გრანდიოზულ ქორწილში საპატიო სტუმრები იქნებიან.
ისნაიდერის თქმით, ახალგაზრდა წყვილი სასექსის ჰერცოგსა და ჰეროგინიას ქორწილის თარიღს უთანხმებენ, რათა მათ ცერემონიალზე დასწრება შეძლონ.
„ბრუკლინისა და ნიკოლას ქორწილი მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება, ჰარი და მეგანი საპატიო სტუმრების სიაში არიან და მათი დასწრება დღესასწაულს უფრო განსაკუთრებულს გახდის, მათ ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვთ, ასე რომ, მასპინძლები მათ ქორწილის თარიღს უთანხმებენ“, – აცხადებს ოჯახთან დაახლოებული პირი.
საპატიო სტუმრებს შორის სერ ელტონ ჯონიცაა, ის ბრუკლინის ნათლიაა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გაიმართება ცერემონია, თუმცა ინსაიდერები ამბობენ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და პომპეზური ქორწილი მსოფლიო ისტორიაში.
შეგახსენებთ, ახლა ბექჰემების ოჯახი არდადეგებს იტალიაში ატარებენ, მათთან ერთად მომავალი რძალიც იმყოფება. სულ ცოტა ხნის წინ კი სოციალური ქსელით წყვილის ახალი ფოტოები გავრცელდა.