მიმდინარე წლის ზაფხულში, დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსმა ვაჟმა, 21 წლის ბრუკლინ ბექჰემმა შეყვარებულს, მილიარდერის ქალიშვილს, 25 წლის ნიკოლა პელტცს ცოლობა სთხოვა, მათ 10 თვიანი ურთიერთობა აკავშირებდათ. როგორც ტაბლოიდები ვარაუდობენ, წინ ისტორიაში ყველაზე გლამურული და გამორჩეული ქორწილი გველოდება. გასულ თვეს, დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. ქორწილი ორ ეტაპად ჩატარდება, პირველი ცერემონია ნიკოლას მშობლოურ ფლორიდაში შედგება, ხოლო მეორე კი ბექჰემების ვილაში, რომელიც კოტსოულდში მდებაროებს. თუკი ნიშნობის ბეჭდის მიხედვით ვიმსჯელებთ, რომლის ღირებულებაც 350,000 ფუნტია, წინ მართლაც საოცრად მდიდრულო ქორწილი გველოდება.
ნიკოლა პელტცს საქორწინო კაბას თავად ვიქტორია შუეკერავს – ქორწილი ზაფხულში გაიმართება
სულ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ წყვილს მსოფლიო პანდემიის ფონზე, ღონისძიების ჩატარების ეშინია. როგორც ინსაიდერმა განაცხადა, ნიკოლამ და ბრუკლინმა დაქორწინება 2022 წლამდე გადადეს.




