კომპანია Ant Financial ჩინეთში გადახდის ახალ, ბიომეტრიული ტექნოლოგიის ჩაშვებას გეგმავს. საუბარია ადამიანის სახის ამოცნობით თანხის გადახდის საშუალებაზე. პროექტის ხელმძღვანელის განცხადებით, ექსპერიმენტული ეტაპი უკვე დასრულებულია და უახლოეს მომავალში მისი პრაქტიკაში გაშვება იგეგმება.
სასურველი ნივთის შეძენის შემდეგ, გადახდისთვის საკმარისი იქნება, სპეციალურ მონიტორზე მყიდველის სახის სკანირება მოხდეს და მისი ტელეფონის ნომრის ბოლო 4 ციფრი შეიყვანოთ.
სიახლის მასობრივ წარმოებაში ჩაშვების თარიღი ამ დროისთვის ცნობილი არ არის.