LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია, რა თანხა მიიღო ადელმა მიუნხენში ჩატარებული კონცერტებიდან

193
89000241-0-image-a-146_1724805685646

ადელის ერთთვიანი მიუნხენური კონცერტების სერია დასრულდა. 10 სპეციალური შოუდან, რომელთაც საერთო ჯამში 730 000 მსმენელი დაესწრო, ინგლისელმა მომღერალმა – 55 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

გერმანული მედიის ინფორმაციით, არტისტმა მიუნხენის ეკონომიკას, 540 მილიონი ევრო მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ არენა, რომელიც სპეციალურად 36 წლის მუსიკოსის პერფორმანსებისთვის აშენდა, ისტორიაში პირველი დროებითი კონსტრუქციაა, რაც კი ოდესმე აგებულა.

დასკვნით საღამოზე, ადელმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმის შესახებ, რომ წლის ბოლოდან, ხანგრძლივ შემოქმედებით პაუზას იღებს. Მისი თქმით, სცენაზე ,,წარმოუდგენლად” დიდი ხანი ვერ ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის მასშტაბით, ადელი 8 წლიანი პაუზის შემდეგ წარდგა.

ვიდეო: ატირებული ადელი და მასთან ერთად ამღერებული ათიათასობით მსმენელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები