დასავლური მედიის ყველა გამოცემა აჭრელებულია „ბენიფერის“ მოსალოდნელი განქორწინების საკითხით. ტაბლოიდები ირწმუნებიან, რომ ყველა საბუთი უკვე მზადაა და მხოლოდ წყვილის ხელმოწერაა საჭირო.
ყოველივე ამის ფონზე ჯეი ლო 16 წლის ქალიშვილთან ერთად ლოს-ანჯელესში დააფიქსირეს. ინსაიდერების ცნობით, ის ახალ სახლს ათვალიერებდა. ამ დღეს ჯენიფერი ძალიან დაღონებული ჩანდა.
საგულისხმოა, რომ 55 წლის ჯეი ლო უკვე განთავისუფლდა ქორწინების ბეჭდისგან. ორი წლის განმავლობაში ჯენიფერმა ბენის მიერ ნაჩუქარი ბეჭედი პირველად მოიხსნა.
„ჯეი ლო განადგურებულია, ის და ბენ ფალეკი უკვე საერთოდ აღარ საუბრობენ, კომუნიკაცია ნულამდეა დაყვანილი“, – განუცხადა გამოცემას ინსაიდერმა.
აი როგორ მოექცა ჯეი ლო ნიშნობის ბეჭედს – 55 წლის არტისტის უახლესი ფოტოები
„ბენს არ მოსწონდა ჯეი ლოს პიკანტური ლუქები“ – ყველასთვის მოულოდნელი დეტალები „ბენიფერის“ შესახებ