„ჯეი ლო ბენ აფლეკს ვერ ივიწყებს და მზადაა, ცხოვრების ბოლომდე მარტო დარჩეს“, – აღნიშნული სათაურით ვრცელდება სტატია დასავლურ მედიაში.
ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ჯეი ლოსა და ბენ აფლეკს ყველაზე ჰოლივუდური სასიყვარულო კავშირი ჰქონდათ. წყვილმა 2002 წელს ნიშნობა ჩაშალა, 20 წლის შემდეგ კი იქორწინა.
ვერავინ წარმოიდგენდა, თუ მათი ბედნიერება სულ რაღაც ორ წელს გასტანდა, თუმცა ფაქტია, „ბენიფერი“ უკვე ოფიციალურად განქორწინდა და ყველა გზა მოჭრილია.
„ჯეი ლო ბენ აფლეკს ვერ ივიწყებს და მზადაა, ცხოვრების ბოლომდე მარტო დარჩეს. ის ცდილობს გააგრძელოს ცხოვრება. მას სურს ახალი ურთიერთობები, თუმცა ბენის მიმართ მისი გრძნობები იმდენად დიდია, სწორედ ეს არ აძლევს მას ახალი ურთიერთობის დაწყების საშუალებას, ამიტომ ის მზადაა, დარჩეს მარტო. ჯეი ლო იმდენად დიდებული ქალია, რომ ბევრი მამაკაცი ვერ გარისკავს მასთან ურთიერთობას“, – აცხადებს წყარო.
„დაველოდოთ კიდევ 20 წლის გასვლას“, „დაველოდოთ, ჰოლივუდში ყველაფერი ხდება“,„ეს სიყვარული მარადიულია, ამიტომ შესაძლებელია ჯეი ლომ ბენს აპატიოს“, – არ წყდება კომენტარები.
„სანაგვეზე მოსროლილი” ანა დე არმასი, გულგატეხილი ბენ აფლეკი – ახალი „ჰოლივუდური ოთხკუთხედი“



