LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დევიდი ახლა უფრო მიყვარს, ვიდრე ოდესმე“ – 50 წლის ვიქტორია ბექჰემის ინტერვიუ და საოცარი ფოტოსესია „ვოგისთვის“

164
page

ვიქტორია ბექჰემი ავსტრალიური „ვოგის“ ახალი ნომრის სტუმარია. ფოტოსესია, როგორც ყოველთვის, შთამბეჭდავი გამოდგა. 50 წლის დიზაინერმა არაერთი ლუქი მოირგო, მათ შორის გახლდათ „პრადასა“ და „ბარბერის“ სამოსი. რაც შეეხება სამკაულებს, მას Tiffany & Co და „კარტიე“ ამშვენებდა.

გამოცემასთან მიცემულ ინტერვიუში ვიქტორიამ მეუღლესთან, დევიდ ბექჰემთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

„დევიდი ახლა უფრო მიყვარს, ვიდრე ურთიერთობის დასაწყისში. მე მასთან დროის გატარებაზე ვგიჟდები, ის სულ მაცინებს. როცა ჩვენ ქორწინების 25 წლის იუბილე აღვნიშნეთ, მე შვილებს განვუცხადე, რომ მათ მამაზე ვგიჟდები. მე დევიდს მუდამ მხარში ვუდგავარ და მსურს ის საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გახდეს“, – აცხადებს ვიქტორია.

ფოტო: დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების 25 წლის იუბილეს სარდინიაზე ზეიმობენ

ფოტო/ვიდეო: ვარსკვლავური წვეულება 250 000 ფუნტ სტერლინგად – როგორ აღნიშნა ვიქტორია ბექჰემმა 50 წლის იუბილე

ვიქტორიამ დევიდ ბექჰემთან 24 წლიანი ქორწინების განმავლობაში 15 ნიშნობის ბეჭედი მოაგროვა – ნახეთ კოლექცია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები