ის, რომ ბექჰემების დიდი ოჯახში, დიდი განხეთქილებაა, უკვე თამამად შეიძლება დადასტურებულად მივიჩნიოთ. ნიკოლა და ბრუკლინ ბექჰემები დევიდის 50 წლის გრანდიოზულ იუბილეს არ დაესწრნენ, პარალელურად ამისა მედიაში უამრავი დეტალი იკვეთება.
„დევიდმა და ვიქტორიამ უამრავი რამ გააკეთეს ოჯახის გასაერთიანებლად. ის რომ პირველი კონფლიქტის შემდეგ ნიკოლა პელტცი და ბექჰემები შერიგდნენ, მხოლოდ და მხოლოდ ვიქტორიასა და დევიდის დამსახურებაა. ახლა კი სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება“, – აცხადებს წყარო.
ქალის გამო გაჩაღებული შუღლი ძმებს შორის – ცნობილია ბექჰემების ვაჟების დაპირისპირების მიზეზი
ბრუკლინ ბექჰემის მეუღლე, ნიკოლა პელტცი თვლის, რომ მისი მშობლები, ვიქტორია და დევიდ ბექჰემები „ტოქსიკურები“ და ამბიციურები არიან და უფროს ვაჟს ხშირად ამცირებენ. ამის შესახებ გამოცემა TMZ-ს წყვილთან დაახლოებულმა პირმა განუცხადა.
ინსაიდერის ცნობით, მათ შორის დაძაბული ურთიერთობა უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. ნიკოლას არ მოსწონს, როგორ ეპყრობიან ბექჰემები ბრუკლინს, ხოლო ვიქტორიასა და დევიდს არ სურთ, რომ ნიკოლა ოჯახურ საუბრებში იღებდეს მონაწილეობას.
„ნიკოლას განსაკუთრებით არ მოსწონს დევიდი დამოკიდებულება, ის ტელეფონზე საუბრისას ბრუკლინს ხშირად უყვირის და დაძაბული საუბარი შესაძლოა ერთ საათსაც გაგრძელდეს“, – აცხადებს ინსაიდერი.
გარდა ამისა ირკვევა, რომ ბრუკლინი უკვე რამდენიმე თვეა, რაც თავის ძმას, 22 წლის რომეოს არ ელაპარაკება. კონფლიქტის მიზეზი რომეოს ახალი მეგობარი გოგონა, კიმ ტერნბულია, რომელიც წარსულში ბრუკლინსაც ხვდებოდა.
ახლა ყველაფერი გასაგებია! – ცნობილია ბექჰემების განხეთქილების მიზეზები

