LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთ აზრზე ყოფნა…პატარ-პატარა ნაბიჯებით ვშორდებით ცივილიზაციას და ვკარგავთ გზას…არჩევანი მარტივია” – მებო ნუცუბიძე

271
BeFunky-collage - 2023-03-06T215557.746

დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთ აზრზე ყოფნა…პატარ-პატარა ნაბიჯებით ვშორდებით ცივილიზაციას და ვკარგავთ გზას…არჩევანი მარტივია, – აღნიშნულის შესახებ მუსიკოსი და მომღერალი მებო ნუცუბიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისივე თქმით, „ძალა ჩვენშია, რადგან არ არსებობს არაფერი ჩვენგან გადაცემული ძალაუფლებისა და ლეგიტიმაციის გარეშე”.

„აქციიდან სამსახურისკენ მიმავალი მეგობარს ვეუბნებოდი, რაღაცნაირი დროა – კარგი ამბავიც რომ ხდება შენ თავს, თითქოს ვერ ამბობ, ვერ აზიარებ, ვერ გიხარია, ვერ ზეიმობ. იმიტომ რომ ნებისმიერი კარგი რამ, რომელიც დღეს ხდება ჩვენს პირად ცხოვრებასა თუ ჩვენს სამსახურებში, და ერთი შეხედვით თითქოს საერთოდ არ ეხება არც არასამთავრობოებს და არც ხელისუფლებას, მერწმუნეთ, მალე ყველას ერთ დიდ ცუდ ამბად გადაგვექცევა.

აბსოლუტურად ყველას, იმიტომ რომ გავიღვიძებთ ქვეყანაში, სადაც საკუთარი აზრის გამოხატვის შეგვეშინდება და სადაც ადამიანებს სხვადასხვა იარლიყები ექნებათ მიკერებული.

სამწუხაროდ, დიდი ხანია პატარ-პატარა ნაბიჯებით ვშორდებით ცივილიზაციას და ვკარგავთ გზას, რომელზედაც იმ ქართველების თაოსნობით დავდექით, სადღეგრძელოებში რომ ვადიდებთ ხოლმე.

ახლა, ამ სტატუსში, ილია ჭავჭავაძეზე ცუდი რომ ვთქვა, ხომ ატყდება ერთი ამბავი?

არადა, დღეს ილია ჭავჭავაძე ერთ-ერთი პირველი გააპროტესტებდა ამ ყველაფერს, იმიტომ რომ საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი რაც რუსეთი ხდებოდა და სწორედ ამიტომ, სამშობლოსთვის დასავლეთი და უკეთესი ცხოვრება უნდოდა და ამ საქმეს, საბოლოოდ, თავიც კი შესწირა.

ნეტავ ილიაზე რას იტყოდნენ? სოროსის აგენტიაო?
და ვინც ახლა ვერ ხვდებით ამ მდგომარეობის სიმწვავეს, გთხოვთ, სხვა მხრიდანაც შეხედეთ სიტუაციას და ნუ უჯერებთ სახელმწიფო მანქანის პროპაგანდისტულ ტელევიზიებზე გაჟღერებულ მესიჯებს.

მართლა გთხოვთ. არც თავს გამეტებთ, არც ჭკუას გარიგებთ და არც გეჩხუბებით.
მეც თქვენნაირი მოქალაქე ვარ, არც არავისზე კარგი და არც არავისზე ცუდი.

გთხოვთ. მოუსმინეთ იმ ადამიანებს, ვინც განსხვავებულ აზრს გეუბნებიან.
ჩხუბით ვის რა შეუცვლია, ან ვის რა გამოსვლია?

მოქალაქეები ერთმანეთს არ უნდა ვეჩხუბოთ, უნდა ვიმსჯელოთ და ერთად ვიფიქროთ, რა არის უკეთესი ჩვენი მომავლისთვის. ძალა ჩვენშია, რადგან არ არსებობს არაფერი ჩვენგან გადაცემული ძალაუფლებისა და ლეგიტიმაციის გარეშე.

როცა ტელევიზორიდან ან რომელიმე სხვა პლატფორმიდან გეუბნებიან, რომ რა მოხდა მერე, გავიგოთ რამდენ ფულს ხარჯავს დასავლეთი და რამდენი დაფინანსება აქვს ამა თუ იმ არასამთავრობოსო და თქვენც დაუფიქრებლად ეთანხმებით – „რა კარგი იდეაა, მოდი გავიგოთ, ხო უნდა ვიცოდეთ, რაში იხარჯება „ენჯეოების” ფული?“, აი მაგ დროს, გთხოვთ, იმაზეც დაფიქრდით, რომ თუ არასამთავრობოების ფულის დათვლა აუცილებელია ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, მაშინ, პარლამენტარების ფულს რატომ არ ვითვლით?

საჯარო სამსახურებში დახარჯულ ფულს რატომ არ ვითვლით?
სამინისტროებში დახარჯულ ფულს რატომ არ ვითვლით?

ვიცით, რაში დაიხარჯა ამა თუ იმ სამინისტროს შარშანდელი ბიუჯეტი?
ვიცით, როგორ კონტროლდება სხვა სახელმწიფო ხარჯები?

ვიცით, რა ფული აქვთ პარლამენტარებს?
ეს რატომ არ გვაინტერესებს?
ამას რატომ არ ვითხოვთ?

ვიღაცამ USAID-ის გრანტით სოფელში მეურნეობას რომ მიხედა, ეგ რატომაა ცუდი, მაინცდამაინც მაგ ადამიანს რატომ უნდა ვუფათუროთ ხელები და რატომ უნდა მივაკეროთ „უცხოური გავლენის აგენტის“ სტატუსი და მეორე მხრივ, ვიღაცამ, ჩემი გადასახადებიდან აღებული ფულით მიწები რომ იყიდა და აგარაკები აიშენა, ეგ საერთოდ რატომ არ არის პრობლემა და რატომ არ დგას ეგ საკითხი დღის წესრიგში?

ჩვენს უბნებში რომ რაღაცები რემონტდება, დღესასწაულებზე რაღაც ღონისძიებები რომ ტარდება, ამ ამბების გამჭვირვალობასა და ყოველთვიურ ხარჯთაღრიცხვას რატომ არ ვითხოვთ?
დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთ აზრზე ყოფნა.

არ ვითხოვთ არაფერ განსაკუთრებულს: გვინდა თანასწორობა, თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ამ ყველაფრის ერთადერთი გზა კი, მხოლოდ დასავლეთისკენ მიდის.

მეორე მხარეს კი, ჩრდილოეთისკენ მიმავალი გზა, სიცივით, სიბნელითა და სისხლითაა მოფენილი.

არჩევანი ძალიან მარტივია.
მთავარია, სწორი შეკითხვები დავსვათ და პასუხებიც თავისით მოვა”, – წერს მებო ნუცუბიძე.

„ახლა ჩვენი ბრძოლის დროა, ეს ქვეყანა უნდა გადარჩეს“ – ნანკა კალატოზიშვილი

„მიზანმიმართული საჩუქარია რუსეთისთვის“ – ჰელსინკის კომისია ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტზე

„Русский военный корабль иди на..“ – სალომე სამადაშვილმა, ეკა ხერხეულიძემ და ხათუნა სამნიძემ კომიტეტზე პლაკატი გაშალეს

„დამესხნენ თავს ფიზიკურად, მაგრამ საკადრისი პასუხი მიიღეს“.. „ხელს გამარტყამენ თუ წიხლს ჩამარტყამენ, ამით წიხლს ურტყამენ საკუთარი შვილების მომავალს“ – რას აცხადებენ დეპუტატები, რომლებსაც კომიტეტის სხდომა ძალით დაატოვებინეს

„უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“ – ფიზიკური დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე

ფოტო, ვიდეო: პარლამენტთან „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

ბოკერია: „ივანიშვილი როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს“

ზურაბ ჯაფარიძე: სახლში ჯდომა არ არის არჩევანი, სახლში ჯდომა არის შეგუება, რომ საკუთარ შვილებს ტოვებ მონობაში

ხაბეიშვილი: „შეშლილი „პუტინისტები“ არიან.. ამ პუტინისტებს და რუსებს დედა უნდა ვუტიროთ“

დათო გორგილაძე: „გამარჯობა არ უთხრათ, შეარცხვინეთ, ქართულ სუფრაზე თუ მათთან ერთად მოხვდებით, შესამჩნევად ადექით და დატოვეთ იქაურობა, ამას იმსახურებს ყველა, ვინც მაგ კანონს მხარს დაუჭერს“

კელი დეგნანი: არ ვწყვეტთ ძალისხმევას, დავარწმუნოთ საქართველოს მთავრობა არ მიიღოს კანონპროექტი – ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა, ეს კანონი არ არის საჭირო

mazda magti 5g