LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი დეპრესიისთვის ემზადება“ – ჯეი ლოს ცეცხლოვანი პერფორმანსის შემდეგ, ბენ აფლეკი პირველად გამოჩნდა – რა შეიძინა ბენმა

255
page

ჯეი ლომ წლევანდელი American Music Awards-ის სცენაზე საზოგადოებას არნახული პერფორმანსიც შესთავაზა. ლას-ვეგასის სცენაზე მან ტედი სვიმსის სიმღერაზე, Lose Control, საოცრად ემოციური შოუ დადგა. 55 წლის არტისტმა მოცეკვავეებს ჯერ ვნებიანად აკოცა, შემდეგ ენერგიულად იცეკვა და სულის შემძვრელად იმღერა.

ვიდეო: ვნებიანი კოცნა სცენაზე, სიმღერა ბენ აფლეკზე და ენერგიული ცეკვა – ჯეი ლოს გასაოცარი პერფორმანსი

ცეცხლოვანი და პიკანტური გამოსვლის შემდეგ, ჯეი ლოს ექს-მეუღლე, ბენ აფლეკი პირველად გადაიღეს. ის ლოს-ანჯელესში, საყიდლებზე, თავის გერმანულ ნაგაზთან ერთად იმყოფებოდა. აშკარად უხასიათოდ მყოფმა ბენმა დიდი რაოდენობით ჩიფსები და დაბალკალორიული გაზიანი სასმელი შეიძინა.

„თუ შეძენილი პროდუქტებით ვიმსჯელებთ, ბენ აფლეკი დიდი დეპრესიისთვის ემზადება“, „ახლა გამოიკეტება სახლში და შეჯდება ფასთ ფუდზე“, – არ წყდება კომენტარები.

შეგახსენებთ, ბოლოს ბენი დეპრესიას ანა დე არმასთან განშორების შემდეგ იყო, ის ალკოჰოლურ სასმელს მიეძალა და „ფასთ ფუდს“ ყოველ დღე მიირთმევდა.

ოჯახის ბიჭი – ბენ აფლეკმა აღდგომის დღესასწაული ჯენიფერ გარნერთან და შვილებთან ერთად გაატარა – უახლესი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები