LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეჭვიანობს თუ არა მიშა მესხი მეუღლეზე: „მაგ ფიქრებში რომ ვყოფილიყავი, ოჯახს ათი წელი ვერანაირად ვერ შევინარჩუნებდი. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. სოფოს ჩაცმულობა იქნება თუ სხვა რამ, მე არაფერზე პრობლემა არ მქონია…“

288
სოფო ბედია (2)

სოფო ბედიას მეუღლე, მიშა მესხი ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს ეჭვიანობასთან დაკავშირებით:

„სიყვარულში ოდნავი ეჭვი უნდა არსებობდეს, დაინტერესების დონეზე. მიზეზი არ მიმიციაო, ამბობს ზოგი, მაგრამ უმიზეზოდაც ხდება ეჭვიანობა. როცა სოფო შემიყვარდა, თავიდანვე მომაწვა ეჭვიანობის მომენტი. ვინმე კონკრეტულზე არ ვეჭვიანობდი. ვიღაც ყვავილს მოართმევდა, ვიღაცები სწერდნენ და ასე შემდეგ.მაშინვე გავაანალიზე ერთი რამ, მე რომ ამ სიტუაციას ავყვე, ან მის თაყვანისცმცემელს ვუთხრა რამე, ან სოფოს მოვთხოვო პასუხი, ვინმემ ყვავილები რატომ გამოგიგზავნა-მეთქი, რა მოჰყვებოდა ამას?! მაშინვე ჩავხსენი ეს თემები. მე და სოფო, ძირითადად, ერთად დავდივართ საზღვარგარეთ, მაგრამ მარტოც ხომ უწევს წასვლა და მაშინ რომ იმაზე ვიფიქრო, ნეტავ რა ხდება ან თუ ვინმე რამე კომენტარს დაწერს მის შესახებ, დავურეკო და პასუხი მოვთხოვო, მაგ ფიქრებში რომ ვყოფილიყავი, ოჯახს ათი წელი ვერანაირად ვერ შევინარჩუნებდი. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. სოფოს ჩაცმულობა იქნება თუ სხვა რამ, მე არაფერზე პრობლემა არ მქონია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g