ლოს-ანჯელესში, ჯენიფერ ლოპესის მონაწილეობით ფილმის, „დედა“ პრემიერა შედგა. მძაფრსიუჟეტიან კინოსურათში 53 წლის ჯეი ლო მკვლელის როლს ასრულებს და შვილის გადარჩენას ცდილობს. პრემიერზე მას საყვარელი მეუღლე, ბენ აფლეკი ახლდა თან. წყვილი, როგორც ყოველთვის ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდა. მათ არც კოცნა დავიწყებიათ.
ტრადიციული კოცნა და მარადიული სიყვარული – „ბენიფერი“ ახალი ფილმის „დედა“ პრემიერაზე
ფოტოგრაფებმა მოახერხეს და გადაიღეს ჯეი ლოსა და ბენის წაკამათება წითელ ხალიჩაზე. ბუნებრივია ფოტოებს უამრავი სახალისო კომენტარი მოჰყვა, ბენი კი კვლავ მემედ იქცა.
„ამ უკმაყოფილო სახეს მოიშორებ, დადგები და ფოტოს გადაიღებ ჩემთან ერთად, – ამას ეუბნება“, „თაფლობის თვე დასრულდა“, „კამათის დროსაც რა საყვარლები არიან“, „ალბათ გაღიმებას და ფოტოს გადაღებას სთხოვდა“, „ჯეი ეუბნება, თავი მოაჩვენე ყველას, რომ მოგწონს აქ ყოფნაო“, – ვკითხულობთ კომენტარებში.
„ცოტა ფრთხილად იყავი!“ – გვინეტ პელტროუს ინტიმურმა საუბრებმა ბენ აფლეკის შესახებ, ჯეი ლო აალაპარაკა