ჯენიფერ ლოპესი ახალი ფილმის, „ქორწილი იარაღის მუქარით“ პრომოუშენითაა დაკავებული. მომღერალი და მსახიობი შოუში Monday იყო მიწვეული. 53 წლის ჯეი ლომ შანსი ხელიდან არც ახლა გაუშვა და ინტერვიუში კვლავ თავის უსაყვარლეს მეუღლეზე, ბენ აფლეკზე ისაუბრა.
„ეს იყო ყველაზე ბედნიერი წელი ჩემს ცხოვრებაში ტყუპების დაბადების შემდეგ. ემოციური გარდატეხის ეტაპი გამოვიარეთ, დავიწყეთ ერთად ცხოვრება, ბავშვები ჩვენთან გადმოვიდნენ საცხოვრებლად, ჩვენი ოცნებები ასრულდა. ბენი ძალიან საყვარელი და მეოცნებეა“, – აცხადებს ჯეი ლო.
ცნობისთვის, ჯეი ლოს 15 წლის ტყუპები, მაქსი და ემმა ჰყავს, ხოლო ბენს სამი შვილი, ვაიოლეტი, სერაფინა და სემუელი.
სამაგალითო დედინაცვალი – ჯენიფერ ლოპესი ბენ აფლეკის ქალიშვილს დაუახლოვდა
„ის საყვარელი და მეოცნებეა“ – ჯეი ლო ქორწილიდან 6 თვეში კვლავ ბენ აფლეკზე საუბრობს
მისტერ და მისის აფლეკების პირველი შობა – „ბენიფერის“ შერეული ოჯახი ნაძვის ხეს არჩევს