მოახლოვდა წლის ბოლო და ტრადიციულად გთავაზობთ მიმდინარე წლის ყველაზე პოპულარულ ფოტოებს, რომლებმაც სოციალურ ქსელში უამრავი მოწონება დაიმსახურა.
ბილი აილიშმა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა და საზოგადოება პიკანტური ფოტოსესიით გააოცა.
ფოტო: ბილი აილიშის პირველი თამამი ფოტოსესია „ვოგისთვის“
არიანა გრანდე ყურადღების ცენტრში ქორწილის ფოტოებით მოექცა.
„ვერა ვონგის“ თეთრი კაბა – პირველი ფოტოები არიანა გრანდეს გასაიდუმლოებული ქორწილიდან
ცნობილი ფეხბურთელი, კრიშტიანო რონალდო და მისი მეუღლე, ჯორჯიანა როდრიგესი მალე ტყუპების მშობლები გახდებიან.
ლიონელ მესიმ თავის კარიერაში პირველად სანაკრებო ტიტული მოიგო, მან „კოპა ამერიკაზე“ პირველი ადგილი დაიკავა და მეშვიდედ „ოქროს ბურთი“ მოიპოვა.
„ადამიანმა ობობამ“ წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმის სტატუსი მოიპოვა. განსაკუთრებით პოპულარულია მთავარი როლის შემსრულებელი წყვილი, ტომ ჰოლანდი და ზენდაია და მათი ფოტო, რომელიც საგრიმიოროშია გადაღებული.
„ადამიანი ობობა: სახლისკენ გზა არ არის“ წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმია