ტინა კუნაკი და ვენსან კასელი საახალწლო არდადეგებს ბრაზილიაში, კერძოდ კი რიო-დე-ჟანეიროში ატარებენ. ახლახან, 24 წლის მოდელმა „ინსტაგრამზე“ უახლესი ფოტოები გაავრცელა, ის მეუღლესთან ერთად სანაპიროზე ნებივრობს. თეთრ ბიკინიში გამოწყობილი ტინა შეუდარებლად გამოიყურება, აღსანიშნავია, რომ მას ფოტოებს ვენსანი უღებს.
„ჩემო ქოქოსო“, – უკომენტარებს მეუღლის სილამაზით აღფრთოვანებულმა კასელმა კუნაკის.
ფოტო: ვენსან კასელი ახალგაზრდა მეუღლეს თვალს ვერ წყვეტს – წყვილმა წითელ ხალიჩაზე ფურორი მოახდინა
კოპლებიანი საცურაო კოსტიუმი და საყვარელი მამაკაცი – ტინა კუნაკის დაუვიწყარი შვებულება ბრაზილიაში