საუდის არაბეთში კინოფესტივალი გაიმართა. წითელ ხალიჩაზე დიდი ფურორი მოახდინა ვენსან კასელისა და მისი ახალგაზრდა მეუღლის, ტინა კუნაკის გამოჩენამ. წყვილი დიდხნიანი პაუზის შემდეგ ერთად პირველად გამოჩნდა.
24 წლის ტინას იასამნისფერი გრძელი კაბა ეცვა, რომელსაც კაპიუშონი ამშვენებდა. მოდელის უზადო „ლუქს“ მწვანე ყელსაბამი ასრულებდა, ვენსანს კი კლასიკური კოსტიუმი ეცვა, ის ახალგაზრდა მეუღლეს თვალს ვერ წყვეტდა, მის მზერაში დიდი სიყვარული, სიამაყე და აღფრთოვანება იგრძნობოდა.