LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედამთილის ორეული, იპოვეთ 10 განსხვავება“ – ნიკოლა პელტცის უახლესი ფოტოები

1302
Untitled.pngrttrrt

ვიქტორია ბექჰემსა და მის რძალს თითქოს ურთიერთობა მოუწესრიგდათ, დიზაინერმა მილიარდერ ნიკოლა პელტცთან ერთად, სამზარეულოში გადაღებული ფოტო გაავრცელა და ამით მითქმა-მოთქმას წერტილი დაუსვა, თუმცა, მათი ურთიერთობა მაინც აქტუალურია მედიისთვის.

ვიქტორია ბექჰემი რძალს შეურიგდა და მასთან ერთად სამზარეულოში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

26 წლის მოდელი და დამწყები მსახიობი ხშირად იმეორებს დედამთილის იმიჯს. ნიკოლამ რამდენიმე თვის წინ თმა შავად შეიღება, და  ვიქტორიას მსგავს სტილსაც ხშირად ირგებს.

სულ ცოტა ხნის წინ ნიკოლა და ბრუკლინი დასავლეთ ჰოლივუდში, საყიდლებზე გადაიღეს. ამ დღეს ნიკოლას North Face-ის შავი ქურთუკი ეცვა, რომლის ღირებულებაც 270 ევროა, ხელში კი „ლუი ვიტონის“ ჩანთა ეჭირა. მის „ლუქს“ თეთრი თმის სარტყელი და მზის სათვალე ასრულებდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი „ლუქი“ წლების წინ ვიქტორია ბექჰემმა მოირგო.

„დედამთილის ორეული, იპოვეთ 10 განსხვავება“, „ძალიან ჰბაძავს“, – წერენ კომენტარებში.

ნიკოლა პელტცი დედამთილის „ორეული“ გახდა – უახლესი ფოტოები

„რაუნდი 2“ – ნიკოლა პელტცი კვლავ დედამთილზე ალაპარაკდა – რას ამბობს ბექჰემების მილიარდერი რძალი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები