ვალენტინობის აღნიშვნა ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე ცეცხლოვანმა წყვილმა, ტინა კუნაკიმ და ვენსან კასელმა ბრაზილიის სანაპიროზე გადაღებული პიკანტური ფოტოებით დაიწყეს.
„ამაზე უკეთესი ფოტო ვალენტინობისთვის არ არსებობს“ – ტინა კუნაკისა და ვენსან კასელის სიყვარულის დღე
შემდეგ კი 55 წლის ვენსანი და მისი ახალგაზრდა მეუღლე ზამთრის კურორტზე გადაფრინდნენ. მოდელმა „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ ატარებენ ისინი უქმეებს.
დაგვეთანხმებით, ტინას ჩაცმულ მდგომარეობაში ხილა ცოტა უჩვეულოა, თუმცა ზამთრის კობინეზონშიც შეუდარებლად გამოიყურება. ერთი სიტყვით წარმოგიდგენთ წყვილის ფოტოებს, რომლებიც ზამთრის სუსხიან დღეს ნამდვილად გაგათბობთ. მათი ვნება ხომ ცხელ ქვიშაზეცა და თოვლშიც იდენტურია.
ფოტო: დაუსრულებელი თაფლობის თვე – როდესაც თვალები მხოლოდ ერთს ხედავს