რამდენიმე საათის, ლოს-ანჯელესში „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. „გრემის“ ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი არტისტი ბიონსე გახდა. ის 9 ნომინაციაში გახლდათ წარდგენილი, მათ შორის „წლის საუკეთესო ალბომისა“ და „წლის საუკეთესო ჩანაწერის“ კატეგორიებში.
,,გრემი 2023-ის” გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — ნახეთ სია
მართალია, 53 წლის არტისტი, ჯენიფერ ლოპესი არცერთ ნომინაციაზე არ იყო წარდგენილი, თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან წითელ ხალიჩაზე ყველა დაჩრდილა. „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიალზე მიმავალმა ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“არაერთი ფოტო გაავრცელა. ამ დღეს მას ულამაზესი კაბა ეცვა, რომელსაც თამამი დეკოლტე ამშვენებდა, კაბა წვრილი კრისტალებით იყო გაფორმებული.