17 წლის შემდეგ ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის განახლებულმა რომანმა შოუბიზნესი შოკში ჩააგდო. როგორც ჩანს, საქმე სერიოზულადაა. ცოტა ხნის წინ ჯეი ლო 13 წლის ტყუპების სკოლაში იმყოფებოდა, რათა საბუთები გამოეტანა. როგორც ინსაიდერები აცხადებენ, ლოპესი მაიამიდან ლოს-ანჯელესში გადასვლას გეგმავს.
ცნობისთვის, ჯენიფერ ლოპესი შვილებთან და ყოფილ საქმროსთან, ალექს როდრიგესთან ერთად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მაიამიში, 40 მილიონ დოლარად შეფასებულ სახლში ცხოვრობდა, რომელიც ოკეანის პირას მდებარეობს. ალექსთან განშორების შემდეგ ლოპესს ურჩევნია, რომ იქაურობას მოშორდეს, რადგან იქვე ალექსისა და მისი ქალიშვილების სახლი მდებარეობს. თანაც მისთვის უფრო კომფორტული იქნება, თუკი ბენთან ახლოს იცხოვრებს.
„ჯენიფერი ბენის სახლის გვერდით უზარმაზარი სახლის ყიდვას აპირებს, ის აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას სასწავლო წლის დაწყებამდე გეგმავს, რათა ბავშვები ახალ სკოლას მარტივად შეეგუონ“, – აცხადებს ინსაიდერი.
ჯენიფერ ლოპესი საცხოვრებლად ლოს-ანჯელესიდან მაიამიში, ბენ აფლეკთან გადადის
„ჯეი ლოს ბავშვები ბენის გასაცნობად მიჰყავს“ – ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი შვილებთან ერთად