ბოლო ორი წლის განმავლობაში დემნა გვასალიამ პრაქტიკულად შეძლო და საკუთარი მოდის სახლი, „ბალენსიაგა“ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად ბრენდად აქცია და ის გაჩერებას არ აპირებს. ახლახან Demna Daily–ზე გვასალიას, ფრანსუა პინოსა და სედრიქ შარბის ერთობლივი ფოტო გავრცელდა, რომელსაც მათი ფრაზები ერთვის.
ფოტო/ვიდეო: დემნა გვასალიამ ისტორიული ჩვენება მოაწყო
„ჩვენ ბალენსიაგას აღარ ვხედავთ, როგორც მხოლოდ მოდის სახლს. ჩვენ გავხდით ძალიან დიდი პლატფორმა, დღეს ბალენსიაგა არის პლატფორმა, სადაც ყველაფერი შესაძლებელია“, – აცხადებს სედრიქ შარბი.
ფრანსუა პინოს აზრით კი დემნა გვასალიას აქვს შესაძლებლობა „ბალენსიაგა“ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ბრენდად აქციოს.