ჯეი ლომ „ინსტაგრამზე“ ფოტოების ახალი სერია გაავრცელა, სადაც მას უმშვენიერესი, ატმისფერი საცურაო კოსტიუმი აცვია. ის ახლად შეძენილი სახლის აუზთან პოზირებს. ფოტოში ჩანს მისი ახალი ბრენდის, Delola Spritz გამაგრილებელი სასმელები, რომლებიც დაბალი კალორიულობით გამოირჩევა.
„იმედია, ყველას სიყვარულითა და საყვარელი ადამიანების სითბოთი სავსე უქმეები გქონდათ“, – წერს 53 წლის ლოპესი.
„ზაფხულის ოფიციალური სასმელი“- 53 წლის ჯეი ლო უახლესი ფოტოები „ინსტაგრამიდან“
შეგახსენებთ, ჯეი ლომ და ბენ აფლეკმა უზარმაზარი სახლი რამდენიმე თვის წინ, 60 მილიონ დოლარად შეიძინა.