LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერა: 5 წლიანი პაუზის შემდეგ, რიანამ პირველი სიმღერა გაავრცელა

145
page

5 წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ,  რიანამ პირველი  სიმღერა გაავრცელა. არტისტმა  სინგლი-საუნდტრეკი Lift Me Up „მარველის“ ახალი ფილმისთვის, „შავი პანტერა: ვაკანდა სამუდამოდ“ შექმნა. აღსანიშნავია, რომ არტისტმა ნამუშევარი,  ჩედვიკ ბოუზმენის ხსოვნას მიუძღვნა, რომელიც 2020 წელს, სიმსივნით გარდაიცვალა.

სიმღერაზე რიანამ, მომღერალმა ტემსმა, შვედმა კომპოზიტორმა ლუდვიგ გორანსონმა და „შავი პანტერას“ რეჟისორმა, რაიან გუგლერმა იმუშავეს.

რიანა დაბრუნდა – არტისტი მშობიარობის შემდეგ წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდა და 5 წლიანი პაუზის შემდეგ სინგლს ავრცელებს

ცნობისთვის, 34 წლის მომღერალი 2023 წლის Super Bowl-ზე იმღერებს. 57- ე ღონისძიება 2023 წლის 12 თებერვალს, State Farm სტადიონზე, არიზონაში გაიმართება.

თანხმობა უარის შემდეგ – რიანა Super Bowl-ის ჰედლაინერია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები