„საუკუნის ქორწილიდან“ 3 თვეში ბექჰემების უფროსი ვაჟი, ბრუკლინი და მისი მილიარდერი მეუღლე, ნიკოლა პელტცი თაფლობის თვეში გაემგზავრნენ. ისინი ჯერ სენ-ტროპეში იყვნენ, ახლა კი წყვილი პაპარაცებმა იტალიაში, პორტოფინოს ქუჩებში გადაიღეს.
23 წლის ბრუკლინი და მისი უმშვენიერესი ცოლი, 27 წლის ნიკოლა ერთი ფერის ტანისამოსში იყვნენ გამოწყობილნი და საზოგადოების ყურადღებას იპყრობდნენ. ულამაზესმა წყვილმა ჯერ იშოპინგა, შემდეგ ღია ცის ქვეშ მდებარე ბარში ივახშმა, ბოლოს კი ყვავილების მაღაზიას ეწვია, მათ უზარმაზარი თაიგულები შეიძინეს.
ნიკოლას თეთრი კორსეტი და გრძელი ქვედაბოლო ეცვა, რომელსაც მან Steve Madden-ის ამავე ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა, მისი ღირებულება 110 ევროს შეადგენს. წყვილი ნეფე-პატარძალივით გამოიყურებოდა, ამიტომ ინტერნეტსივრცეში მათი ვოიაჟი მეორე ქორწილად შეაფასეს.
„ქორწილი თაფლობის თვეში“, „მეორე ქორწილს იხდიან?“, „ყველაზე ლამაზი წყვილია“, – წერენ კომენტარებში.
დაუსრულებელი თაფლობის თვე – ბრუკლინ ბექჰემი საყვარელ მეუღლეს გვერდიდან ვერ შორდება