მას შემდეგ, რაც ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ურთიერთობა აღადგინეს, ბენი ჯეი ლოს 13 წლის ტყუპებთან ერთად არაერთხელ გადაიღეს. ის მაქსიმალურად ცდილობს, ბავშვებთან კარგი ურთიერთობა ააწყოს.
ფოტო: მორიგი ოჯახური ვოიაჟი – „ბენიფერი“ კვლავ სახლის ძიებაშია
ახლა ჯეი ლოს ჯერია, გამოცემა People-ის ინფორმაციით, სულ ცოტა ხნის წინ ჯენიფერი და მისი 13 წლის ქალიშვილი ემმა, საიუველირო მაღაზიაში იმყოფებოდნენ და ბენის ორი ქალიშვილისთვის, 15 წლის ვაიოლეტისთვის და 12 წლის სერაფინასთვის ყელსაბამები შეიძინეს.
ცნობისთვის, ვარსკვლავური წყვილის შვილები ერთმანეთს უკვე კარგად იცნობენ, გაზაფხულზე „ბენიფერი“ შვილებთან ერთად გასართობ პარკში იმყოფებოდნენ.
„ველოდებით ჯენიფერ გარნერის რეაქციას“, „მზრუნველი ჯეი ლო“, – წერენ კომენტარებში.
ფოტო: სიყვარულით გასხივოსნებული “ბენიფერი” სრული შემადგენლობით – წყვილი შვილებთან ერთად გადაიღეს