LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე დახვეწილი მამაკაცი“ – 47 წლის დევიდ ბექჰემი კრემისფერ პიჯაკში ელეგანტურობას ასხივებს

154
Untitleddffd

ლეგენდარული ფეხბურთელი ახლა დოჰაში იმყოფება, სადაც  თავისი დოკუმენტური ფილმის, „გადაარჩინეთ ჩვენი გუნდი“ პრემიერა შედგა. ამ დღეს 47 წლის დევიდი საოცრად დახვეწილი იმიჯით გამოჩნდა, მას ორბორტიანი, კრემისფერი პიჯაკი ეცვა, ამ „ლუქს“ ფეხბურთელმა თეთრი შარვალი შეუხამა.

„ყველაზე დახვეწილი მამაკაცი“, „ყველაზე ელეგანტური ფეხბურთელი“ – წერენ კომენტარებში.

პრემიერის მსვლელობისას დევიდი გულმოდგინედ არიგებდა ავტოგრაფებს და არაერთი გულშემატკივრის გახარებაც მოახერხა.

ცნობისთვის, ფილმი საფეხბურთო კლუბის „ინტერ მაიამის“ ისტორიას გვიყვება, რომლის თანამფლობელი დევიდ ბექჰემია. ფილმში აღწერილია დევიდის როლი ახალბედა ფეხბურთელების აღმოჩენისა და მათი პროფესიული განვითარების ნაწილში. ფილმი კინოსტუდია Twenty Twenty-მ გადაიღო.

თავაწეული ვიქტორია და მზრუნველი დევიდი – შავებში გამოწყობილი წყვილი „ადამსების ოჯახს“ შეადარეს

47 წლის დევიდ ბექჰემმა იმიჯი შეიცვალა და კიდევ უფრო ქერა გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები