LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზაფხულის სიყვარული, რომელიც არასდროს სრულდება“ – ახალგაზრდა მეუღლეზე შეყვარებული ვენსან კასელის რომანტიკული „ინსტაგრამ“-პოსტი

5919
page

ვენსან კასელსა და მის მეუღლეს, ტინა კუნაკს შორის 31 წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. ტინა სამოდელო კარიერითაა გატაცებული, ვენსანი კი კინემატოგრაფიით. მათ პატარა ქალიშვილი ჰყავთ და ბრაზილიაში უდარდელად ცხოვრობენ, თუცა ბოლო პერიოდის განმავლობაში ვენსანის ახალგაზრდა მეუღლე არაერთ სკანდალში გაეხვია, – კუნაკი ახალგაზრდა მსახიობის მკლავებში გადაიღეს, მათი ფოტოებით ტაბლოიდები აჭრელდა, თუმცა ბოლოს გაირკვა, რომ მათ კარგი მეგობრობა აკავშირებთ.

ვენსან კასელის მეუღლე, ტინა კუნაკი ახალგაზრდა მსახიობის მკლავებში – ფოტო „ინსტაგრამიდან“

შემდეგ იყო ტინასა და მისი ძმის პიკანტური ფოტოსესია, რომელსაც საზოგადოების მკაცრი კრიტიკა მოჰყვა.

ტინა კუნაკისა და მისი ძმის ფოტოსესიამ საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა

და მაინც, 54 წლის კასელს არაფერი აღლევებს ის ძველებურად აღფრთოვანებულია თავისი ახალგჰაზრდა, მშვენიერი მეუღლით და სოციალურ ქსელში მის ფოტოებსაც აქტიურად ავრცელებს. ამჯერად კასელმა „ინტაგრამზე“ ფოტო გაავრცელა, სადაც ის და ტინაა აღბეჭდილი, რომანტიკულ ფოტოს პორტუგალიური ჰანგები ადევს.

„ის ზაფხულის სიყვარული, რომელიც არასდროს სრულდება“, – წერს ვენსანი.

 

View this post on Instagram

 

A post shared by VINCENT CASSEL (@vincentcassel)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები