LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავინახე ის თვალები, რომელიც ვერ გატეხა ვერც „კაგებემ“ და ვერც სხვა სპეცსამსახურებმა – მარგველაშვილი პატრიარქს შეხვდა

657
1550586384589646

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა. ის ილია მეორეს შეხვდა. როგორც შეხვდრის შემდეგ მარგველაშვილმა განაცხადა, მას ზუსტად ისეთი პატრიარქი დახვდა, როგორიც იყო ბოლო ორმოცი წელიწადი.

“ჩვენ არ გვისაუბრია სინოდის თაობაზე, იყო საუბარი იმაზე, რანაირად ხედავს პატრიარქი მომავალს და დავინახე, რომ ნათლად ხედავს…დავინახე ის თვალები, რომელიც ვერ გატეხა ვერც „კაგებემ“ და ვერც სხვა სპეცსამსახურებმა“,“- აღნიშნა მარგველაშვილმა

ყოფილი პრეზიდენტი პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, პეტრე ცაავას განცხადებებსაც გამოეხმაურა.მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ჭყონდიდის უკვე  ყოფილი მიტროპოლიტის, მიერ გაკეთებული  მსგავსი განცხადებები „ზურგის“ გარეშე არ კეთდება.

,,ვერ გეტყვით [ვინ არის ზურგი], იმიტომ, რომ არ ვარ ამის თაობაზე ინფორმირებული ” – თქვა გიორგი მარგველაშვილმა

ცნობისთვის, ილია II-ს მხარი დაუჭირა ყოფილმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემაც.

საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერი ფეისბუქგვერდზე წერს, რომ ქართული ეკლესია ყოველთვის მტრების მთავარი სამიზნე იყო, რადგან გრძნოდნენ, რომ “ერის გულისცემა სწორედ ჩვენს დედა ეკლესიაში იგრძნობოდა”.

მამუკა ბახტაძე: როგორც ეკლესიის რიგით შვილს, მსურს, ვუსურვო უწმინდეს მხნეობა

დღევანდელი სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან გადააყენა.

სხდომის დატოვების შემდეგ კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია “პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი”.

მეუფე პეტრე ამბობს, რომ სიტყვა “პიდარასტიაში”, რომლითაც პატრიარქი დაახასიათა, “ჭაბუკის გამხრწნელი” იგულისხმა. მისი თქმით, ეს საეკლესიო ტერმინია.

პრემიერის საგანგებო განცხადება: მსგავსი წარმოუდგენელი თავდასხმები პატრიარქზე, არის შეტევა სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიაზე

,,დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე დღეს იქნება ჩვენი პატრიარქის გვერდით"

მისი თქმით, ეკლესიამ, პატრიარქის ხელმძღვანელობით საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როდესაც მღვდელმთავრობიდან გადააყენა.მეუფე პეტრეს თქმით, ის მსახურებას გააგრძელებს.

ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრეს წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი შეცვლის

საპატრიარქომ უკვე გაავრცელა 31 ოქტომბრის სინოდის სხდომის ოქმი, სადაც ოფიციალურად შედარებით ვრცლადაა აღწერილი დღეს განვითარებული მოვლენების სინოდისეული ვერსია.

გამწესება მონასტერში პეტრეს და გაფრთხილება იაკობს – რა წერია სინოდის სხდომის ოქმში

სხდომას 42 მღვდელმთავარი ესწრებოდა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თავმჯდომარეობდა.წმინდა სინოდის სხდომა გახსნა და მღვდელმთავრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა - მუდამ მხოლოდ თქვენს დახმარებაზე ვფიქრობ

პატრიარქის თქმით, ეკლესიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს როგორც ეკლესიაში, ასევე ქვეყანაში მშვიდობის დამკვიდრებისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები