მაკა ასათიანის კონცეპტუალ მაღაზიაში ბარსელონაში ქართული სიმღერის კონცერტი გაიმართა. როიალის აკომპანემენტის ქვეშ, რომელსაც ნანი ბრეგვაძე ასრულებდა, მისმა შვილმა, ეკა მამალაძემ და შვილიშვილმა, ნატალია ქუთათელაძემ იმღერეს. იმღერა თავად ნანი ბრეგვაძემაც, რასაკვირველია.

შეგახსენებთ, რომ „დარიალი“ არის ახალი კონცეფციის გრანდიოზული მაღაზია, რომელიც უამრავ ბუტიკს აერთიანებს და არა მხოლოდ სამოსი იყიდება, არამედ ხელოვნების ნიმუშებიც.

„დარიალის“ კრეატიული დირექტორი გახლავთ დიზაინერი ჯაბა დიასამიძე, რომელიც ნანი ბრეგვაძის ოჯახთან ძალიან ახლოს არის.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები