LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამწუხაროდ, ბნელ დროში ვცხოვრობთ” – ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორი ლევან აკინი მიმართვას ავრცელებს

1272
Capture

ფილმის ” და ჩვენ ვიცეკვეთ”, ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინი საკუთარ “ფეისბუქზე” მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით ადამიანები, რომლებსაც ფილმის ნახვა სურთ თავდასხმის რისკის ქვეშ არიან.

“ძალიან ბევრმა ადამიანმა მკითხა , რა ხდება საქართველოში 8 ნოემბრერს ფილმის პრემიერასთან დაკავშირებით. გარკვეულმა მემარჯვენე ჯგუფებმა და ეკლესიამ ფილმი დაგმო და გეგმავენ, ხალხი არ შეუშვან იმ ჩვენებაზე. რომლის ბილეთები გაიყიდა. აბსურდია, რომ ადამიანებს, რომლებმაც ბილეთები იყიდეს, სივმამაცე სჭირდებათ. ისინი შეწუხების, უფრო მეტიც, შესაძლოა, თავდასხმის რისკის ქვეშ დგებიან უბრალოდ იმიტომ, რომ ფილმის სანახავად წავიდნენ”

"კამერას გამოვრთავთ, ისე რომ არავის ხელს არ დავარტყამთ" - გურამ ფალავანდიშვილი

1500 ადამიანი მარტო სამეგრელოდან მოდის, ნეტავ 8000 ჩამოვიდეს

როგორც რეჟისორი ამბობს დაგეგმილი პროტესტი აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია “ბნელი ძალებისთვის” წინააღმდეგობის გაწევა –
“მე ეს ფილმი სიყვარულით და თანაგრძნობით შევქმენი. ეს არის ჩემი სასიყვარულო წერილი საქართველოსა და ჩემი მემკვიდრეობის მიმართ. ამ ისტორიით მსურდა საქართელოს კულტურის აღდგენა და ხელახლა განსაზღვრა,  მისი სრულად წარმოჩენა და არა მხოლოდ გარკვეული ნაწილის. სამწუხაროდ, ჩვენ ბნელ დროში ვცხოვრობთ და დაგეგმილი პროტესტი ამტკიცებს იმას, რამდენად მნშვნელოვანია, ამ ბნელ ძალებს წინააღმდეგობა გავუწიოთ ყველა შესაძლო საშუალებით

 

შეგახსენებთ ფილმის პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს შედგება.

ლევან, ჩვენ არ დაგტოვებთ მარტო! – თბილისი პრაიდის გუნდი ვასაძეს ფილმის ბილეთს ჩუქნის

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები