ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისმა უფლებადამცველებმა მოინახულეს.
სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ მას ბრაზისა და სირცხვილის გრძნობა აქვს.
მისივე თქმით, ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს უნდა რცხვენოდეს, რომ მესამე პრეზიდენტი პოლიტიკურ ტყვეობაშია:
“ძალიან რთულია სიტყვების პოვნა იმ ბრაზის და სირცხვილის გრძნობის გამოსახატად, რაც მე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მაქვს.
ვფიქრობ, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა რცხვენოდეს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკურ ტყვეობაში ყოფნა და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ატანა ხელისუფლების მხრიდან.” – განაცხადა საძაგლიშვილმა.
შეგახსენებთ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გვიან ღამით გადაიყვანეს.
ვრცლად წაიკითხავთ აქ:
სააკაშვილის გატაცებები იგეგმება სხვა ქვეყანაში და ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში – მელია
შთამბეჭდავი ცინიზმია, რაც მოხდა – უკრაინის ომბუდსმენი სააკაშვილის გადაყვანაზე