გასული წლის ბოლოს, კეტი პერისა და ორლანდო ბლუმს ქალიშვილი შეეძინათ. გოგონას დეიზი დავი დაარქვეს. წყვილმა 7 თვის გოგნა პირველად ჰავაის კუნძულებზე ყოფნისას გამოაჩინეს.
ფოტო: კეტი პერიმ და ორლანდო ბლუმმა ქალიშვილი პირველად გამოაჩინეს
კეტი პერი მშობლიურ სანტა-ბარბარაში სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, როგორც იცით ის „ამერიკული ტალანტების“ ერთ-ერთი ჟიურის წევრია. ახლახანს 36 წლის ვარსკვლავი ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა. ის სასეირნოდ მიემართებოდა.
პერის ღია ცისფერი პერანგი და შარვალი ეცვა, აღნიშნულ „ლუქს“ მომღერალმა ჩალის ქუდი შეუხამა. 7 თვის დეიზის კი კაბა ამშვენებდა.