LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: პანტერას პრინტიან ტანისამოსში გამოწყობილმა სელმამ ჯიმი ფელონის შოუში გაიბრწყინა

217
page

სელმა ჰაიეკი ჯიმი ფელონის შოუს ესტუმრა. თემა, ბუნებრივია ,,მარადიულები” იყო, სადაც სელმა უამრავ ვარსკვლავთან ერთად, მათ შორის ანჯელინა ჯოლისთან ერთად მონაწილეობს. ფილმის პრემიერა 28 ოქტომბერს შედგება.

ანჯელინა ჯოლი, სელმა ჰაიეკი და სხვები… ,,მარადიულების” პირველი ტრეილერი გავრცელდა

გადაცემაში სელმა რეტრო სტილით გამოჩნდა, მას პანტერას პრინტიანი კოსტიუმი ამშვენებდა. როდესაც წამყვანმა ჰკითხა, თუ როგორ გაატარა იუბილე, ჰაიეკმა სახალისო მომენტი გაიხსენა, რომელიც ანჯელინას უკავშირდება.

ანჯელინა ჯოლიმ სელმა ჰაიეკს ტორტში თავი ჩააყოფინა – ვიდეო ინტერნეტს იპყრობს

„25 ადამიანი მოგროვდა იმ დღეს და იძულებული ვიყავი, მათთვის ალკოჰოლური სასმელის მოტანა მეთხოვა, კიდევ კარგი, ტორტი მაინც მქონდა“, – იხსენებს სელმა.

მან ასევე ტორტის ინციდენტიც გაიხსენა, როდესაც ჯოლიმ მას ტორტში თავი ჩააყოფინა.

„როდესაც მას აღნიშნული ტრადიციის შესახებ ვუთხარით, ანჯელინა უარზე იყო და ამბობდა, რომ ამას ვერ გააკეთებდა“, – აცხადებს სელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები