„ტორონტოს კინოფესტივალზე“ ფილმის, Unstoppable-ის პრემიერა გაიმართა, რომელშიც მთავარ როლს ჯენიფერ ლოპესი ასრულებს, ფილმის პროდიუსერები კი ბენ აფლეკი და მეთ დეიმონი არიან. პრემიერაზე ბენი არ გამოჩენილა, სამაგიეროდ, წითელ ხალიჩაზე ერთმანეთს ჯეი ლო და მეთი შეხვდნენ. მეტიც, ისინი გვერდიგვერდ ისხდნენ და თბილად საუბრობდნენ.
მხოლოდ ამით არ გახლდათ გამორჩეული საღამო, 55 წლის ჯეი ლო, რომელიც, როგორც ყოველთვის ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, წითელ ხალიჩაზე კოლეგას, ბობი კანაველეს შეხვდა, ისინი დიდხანს საუბრობდნენ, სახეზე აშკარა ფლირტი იყო.
ამ დღეს ჯენიფერს Tamara Ralph-ის ბრჭყვიალა, ვერცხლისფერი, პიკანტური კაბა ამშვენებდა, ჩახსნილი გვერდებიდან, რომელსაც ბაფთები ფარავდა, შიშველი სხეული მოჩანდა.
„საბედისწერო კაბა“, „ჯეი ლოს მორიგი მსხვერპლი“, „ეს კაცი უკვე მოჯადოებულია“, „აი ეს არის ფლირტის ხელოვნება“, – არ წყდება კომენტარები.
ვინ არის კენედების დინასტიის მემკვიდრე კიკ კენედი, რომელიც ბენ აფლეკმა ჯენიფერ ლოპესს ამჯობინა
დიდი შეხვედრა და დაზაფრული სახეები – ჯეი ლო და ბენ აფლეკი ერთმანეთს შეხვდნენ