LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღებინება და სისუსტე აქვს, ძირითადად წოლით რეჟიმზეა – გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილი თავს სულ უფრო სუსტად გრძნობს

214
გიული ალასანია 22

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი წინა დღეებთან შედარებით დღეს თავს უფრო სუსტად გრძნობდა.

„ჩიტივით შეიძლება რაღაცა წაკენკოს… არც კი ვიცი, რა მოვუტანო, რა შევურჩიოთ.. უკვე დიდი ხანია მიმაჩნია, რომ დრო აღარ გვაქვს“ – გიული ალასანია შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

როგორც გიული ალასანიამ კლინიკა “ვივამედში” მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილს ღებინება, სისუსტე აქვს და ძირითადად, წოლით რეჟიმზეა.

„მისი კარგად თუ ცუდად ყოფნა მაინც კვებასთან არის დაკავშირებული, არ მგონია, რაღაცას ეწყინა.

ცუდად ჩანს, კარგად ვერ იყო. მთელი დღე სუსტად და იწვა. მე რომ შევედი, ხანდახან რაღაცას მეუბნებოდა, ძირითადად ჩუმად იყო, ტელევიზორს უყურებდა. ექიმებმაც მარტო ის მითხრეს, რომ კარგად არ იყო და რატომ, არ ვიცი. კვება დიეტურია როგორც წესი, ცვლილება არ ყოფილა. ძირითადად წევს. თავს იმედიანად გრძნობს. მეც ველოდები, რომ რაღაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, – განაცხადა ალასანიამ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უცხოელი ექიმების ჩართვას, გიული ალასანიამ დაადასტურა, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ჩვენ უცხოელ ექიმებს ველოდებით, რამდენადაც ვიცი, მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს“ , – განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, ოჯახი კვლავ მოითხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

რაც ვნახე ვიზიტების დროს, აბსოლუტურად განსხვავებულ ადამიანთან გვაქვს საქმე… ერთადერთი გამოსავალია, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა – მიხეილ სააკაშვილის ძმა

“გაშავებულია, ასდის საშინელი სუნი, რაღაც ხდება, ორგანიზმში ინტოქსიკაცია მიმდინარეობს” – ადვოკატი სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრობს და უპრეცედენტო სასამართლო პროცესებს აანონსებს

“პოლონეთიდან გვეუბნებიან, სიამოვნებით წავიყვანთ და მივხედავთო” – რას უკავშირებს გიული ალასანია სააკაშვილის სხეულზე გაჩენილ შავ ლაქებს

გაბუნია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: კლინიცისტების ნაწილში შეუზღუდავი შესაძლებლობაა.. უცხოელი ექსპერტების ჩართულობაზე მოთხოვნა უწყებაში არ შემოსულა