LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ყიფშიძე: „ამბობენ, ყოფილი ნარკომანი არ არსებობსო. თუმცა მთელი ცხოვრება უნდა გახსოვდეს, რომ ძალიან სუსტი ხარ ამ პრეპარატთან მიმართებაში და სულ უნდა აკონტროლო შენი თავი…“

216
გიორგი ყიფშიძე

მსახიობი გიორგი ყიფშიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულების შესახებ დასმულ კითხვებს პასუხობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

– ჩემი აზრით, ნარკოტიკი ყველაზე დიდი შეცდომა იყო…

– ნარკოტიკი შეცდომა არ არის, ნარკოტიკის მიმართ დამოკიდებულებაა შეცდომა. რომ გგონია, ნარკოტიკი არ არის საშიში, ესაა შეცდომა. ბევრს აქვს გასინჯული და ყველამ სხვადასხვა შედეგი მიიღო. ვისაც შიში ჰქონდა, სხვა შედეგი მიიღო. ვისაც ეგონა, ეს რას მიზამსო, იმან კისერი მოიტეხა. ჩემს შემთხვევაში ნარკოტიკი იყო კისრის მოტეხა და არა ერთხელ.

– მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გეყო ნებისყოფა, იმკურნალე. მინდა გკითხო: რომ ამბობენ, ყოფილი ნარკომანი არ არსებობსო, ეთანხმები ამ მოსაზრებას?

– დიახ, ამბობენ, ყოფილი ნარკომანი არ არსებობსო. თუმცა მთელი ცხოვრება უნდა გახსოვდეს, რომ ძალიან სუსტი ხარ ამ პრეპარატთან მიმართებაში და სულ უნდა აკონტროლო შენი თავი – აი, ეს არის სწორი ახსნა ამ ყველაფრის. ყურადღების მოდუნება არ შეიძლება.

რაც შეეხება, რა მიმაჩნია შეცდომად, ეს სხვა ადამიანის მორგებაა შენს თავზე. როცა გინდა, შვილი ჩამოაყალიბო რაღაცნაირად, თუმცა ის რაღაცნაირი შენ თავად არ ხარ. ეს არასწორია. თუ შვილში გინდა, დაინახო რაღაც კონკრეტული, პირველ რიგში, ჯერ შენ უნდა შეიცვალო ისეთად, რომ მან შენგან მაგალითი აიღოს. ასე რომ, თუ მინდოდა, ქალთან ან ბავშვთან რაიმე ისე ყოფილიყო და არ გამომსვლია, ეს იმიტომ, რომ მე თვითონ არ ვიყავი ისეთი. როცა გინდა, მეორე ადამიანის ფორმაში ჩასმა და კარგ გზაზე დაყენება, ჯერ შენ უნდა იყო ფორმაში და კარგ გზაზე დამდგარი. ასე რომ, ჯერ ჩვენ უნდა შევიცვალოთ, რომ სხვებმა შესაბამისი მაგალითი ჩვენგან აიღონ და მით უმეტეს, შვილებმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g