LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორია განმეორდა – ტეილორ სვიფტის შემდეგ, მიუნხენი Coldplay-მ დაიპყრო

193
Coldplay-e-Taylor-Swift

Coldplay-ის Music of the Spheres World Tour-ის ევროპული კონცერტების სერია გრძელდება. ევროპის მასშტაბით, ბრიტანული პოპ როკ ბენდი, 2 სექტემბრის ჩათვლით იმღერებს. დასკვნითი პერფორმანსით, ჯგუფი ირლანდიაში წარდგება, უშუალოდ ტურნე კი, რომელიც 2022 წლის 18 მარტს დაიწყო, ახალ ზელანდიაში – 16 ნოემბერს დასრულდება.

ამჟამად, კოლექტივი გერმანიას სტუმრობს. მიუნხენში გუნდის კონცერტები ისეთივე ანშლაგით მიმდინარეობს, როგორც ეს ტეილორ სვიფტის შემთხვევაში იყო. ქსელში ვირუსულად ვრცელდება კადრები, რომლებიც ცხადყოფს, რომ ისტორია განმეორდა.

124 000 მსმენელი სტადიონის შიგნით და გარეთ – ტეილორ სვიფტის წარმოუდგენელი კონცერტი მიუნხენში

საქმე ისაა, რომ ამერიკელი არტისტის მსგავსად, ,,ქოლდფლეის” პერფორმანსებზე დასწრების დიდი სურვილიდან გამომდინარე მათ, ვინც ოლიმპიაშტადიონზე მოხვედრა ვერ შეძლო, უკვე აპრობირებულ მეთოდს მიმართა. ვიდეოში ჩანს, რომ უამრავმა მსმენელმა იგივე ადგილი დაიკავა, საიდანაც შოუებზე თვალყურის დევნება მარტივი შესაძლებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები