თუკი ფიქრობთ, რომ ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის ქორწინება, ეს ხანგრძლივი და დრამატული სასიყვარულო ისტორიის ბედნიერი დასასრულია, სამწუხაროდ იმედები უნდა გაგიცრუოთ. თაფლობის თვიდან ახლად დაბრუნებული წყვილის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა. ტაბლოიდები წერენ, რომ წყვილი ცალ-ცალკე ცხოვრობს, რადგან ერთმანეთი არ მობეზრდეთ.
ქორწინებიდან სამი კვირის შემდეგ, „ბენიფერმა“ ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტა
ახლა კი ტაბლოიდები ბენ აფლეკის დედის, კრისტინ ბოლდტის შესახებ ალაპარაკდნენ. როგორც ირკვევა, აფლეკის დედა უკმაყოფილოა ბენის არჩევანით და მას ჯეი ლოს პირველი რძალი და შვილიშვილების დედა, ჯენიფერ გარნერი ურჩევნია.
ინსაიდერები ამბობენ, რომ კრისტინი და ბენის უახლოესი მეგობარი, მეტ დეიმონი შეშფოთებულები არიან მათი ურთიერთობით და ფიქრობენ, რომ მათი ქორწინება კრახითა და ბევრი ცრემლით დასრულდება.
„ბენის ოჯახის წევრები და რამდენიმე მეგობარი, მათ შორის მისი დედა და მეგობარი, მეტ დეიმონი ფიქრობენ, რომ ჯეი ლო ზედმეტად ძლევამოსილი და გავლენიანი ქალია და ის ბენს მხოლოდ და მხოლოდ იყენებს. კრისტინი გიჟდება ჯენიფერ გარნერზე და ფიქრობს, რომ ის უკეთესი მეოჯახეა, ვიდრე ლოპესი“, – აცხადებს ოჯახთან დაახლოებული პირი.
ფოტო: სანამ ბენი საყვარელი ქალის შვილებს ართობს, ჯეი ლო სადედამთილოსთან ერთად შოპინგობს