რამდენიმე დღის წინ მედია ბენ აფლეკის ახალ რომანზე ალაპარაკდა. ტაბლოიდების ცნობით, 52 წლის მსახიობი კენედის დინასტიის წარმომადგენელს, ამერიკელი პოლიტიკოსის, რობერტ ფრენსის კენედის 36 წლის ქალიშვილს, კიკ კენედის ხვდება.
არ დააყოვნა ინსაიდერის განცხადებამ. წყაროს ცნობით, ჯენიფერ ლოპესი შოკირებული და იმედგაცრუებულია.
ცნობისთვის, ჯეი ლომ განქორწინებისთვის საჭირო საბუთები ლოს-ანჯელესის სასამართლოში გასულ კვირას შეიტანა, აფლეკთან დაშორების თარიღად 26 აპრილი მიუთითა, მიზეზად კი „მოუგვარებელი უთანხმოება“ დაასახელა.
მედია „ბენიფერის“ განშორების მიზეზს ასახელებს
ჯეი ლო საკუთარი გვარის დაბრუნებას ითხოვს – ახალი დეტალები