LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეი ლომ 2024 წლის შემაჯამებელი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ბენ აფლეკი ყველა კადრიდან ამოჭრილია

300
page

ჯეი ლომ განვლილი წელი შეაჯამა და „ინსტაგრამზე“ შთამბეჭდავი ვიდეოკოლაჟი გაავრცელა. კადრებში ნახავთ 2024 წლის ყველაზე გამორჩეულ და შთამბეჭდავ მომენტებს, მისი ინტერვიუებიდან დაწყებული, ფილმების, „ატლასისა“ და „შეუჩერებლის“ პრემიერებით დასრულებული.

საყურადღებოა ის, რომ არტისტმა და მსახიობმა თავისი ალბომის, This Is Me… Now კადრებიდან, რომელიც მან ბენ აფლეკს მიუძღვნა, ექს-მეუღლესთან გადაღებული ერთობლივი მომენტები ამოჭრა.

ცნობისთვის, გასულ კვირას „ბენიფერის“ შესახებ მედიაში ახალი დეტალები ვრცელდება. ინსაიდერების ცნობით, ექს-წყვილი განშორების შემდეგაც გეგმავს ურთიერთობის შენარჩუნებას. ისინი ერთმანეთის ცხოვრებაში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას.

„ისინი განშორების შემდეგაც შეინარჩუნებენ ურთიერთობას“ – უახლესი დეტალები „ბენიფერის“ შესახებ

„მოწიფულ ასაკში ნაპოვნი უკანასკნელი სიყვარული“ – 55 წლის ჯეი ლო და 69 წლის კევინ კოსტნერი ერთად გამოიჭირეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები