LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი – ჩვენთვის წმინდა პატრიარქი ილია ახლა მფარველ ანგელოზად ითვლება – არა მხოლოდ თქვენ დაკარგეთ სულიერი მამა, ჩვენც დავკარგეთ მართლმადიდებლური ეკლესიის დიდი წინამძღვარი

166
კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი

ის ჩემთვის მეორე სულიერი მამასავით იყო. ჩვენთვის წმინდა პატრიარქი ილია ახლა მფარველ ანგელოზად ითვლება. არა მხოლოდ თქვენ დაკარგეთ თქვენი წმინდა მამა, თქვენი სულიერი მამა, ჩვენც დავკარგეთ მართლმადიდებლური ეკლესიის დიდი წინამძღვარი და ვთვლით, რომ არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყარო დაობლდა, – ამის შესახებ კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა მიტროპოლიტმა ესაია თომას-ბარხმა ჟურნალისტებს სიონის საკათედრო ტაძარში განუცხადა.

„მორწმუნე საზოგადოებას ექნება საშუალება, მობრძანდეს და პატივი მიაგოს მისი უწმინდესობის საფლავს, თუმცაღა, იქნება გარკვეული შეზღუდვები…“ – ცნობილია, დროის რა მონაკვეთში შეუძლია მრევლს პატრიარქის საფლავთან მისვლა

სიონის საკათედრო ტაძარში მრევლი დილიდან იკრიბება, რათა პატივი მიაგოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს.

„გუშინ თბილისში კუნძულ კვიპროსიდან ჩამოვედი, როგორც კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიისა და არქიეპისკოპოს გეორგიოსის წარმომადგენელი. პირადად ვიცნობდი პატრიარქ ილია II-ს. ის ჩემთვის მეორე სულიერი მამასავით იყო. ჩვენთვის წმინდა პატრიარქი ილია ახლა მფარველ ანგელოზად ითვლება. არა მხოლოდ თქვენ დაკარგეთ თქვენი წმინდა მამა, თქვენი სულიერი მამა, ჩვენც დავკარგეთ მართლმადიდებლური ეკლესიის დიდი წინამძღვარი და ვთვლით, რომ არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყარო დაობლდა. თუმცა, დარწმუნებულები ვართ, რომ ახლა, როგორც წმინდა ადამიანი, ყველა ჩვენგანის მფარველი ანგელოზია. ჩვენ არ დაგვიკარგავს ერთი ადამიანი, ჩვენ ერთი მფარველი ანგელოზი შევიძინეთ. მსოფლიოში ახლა დიდი პრობლემებია: ომები, სხვადასხვა განხეთქილება, პრობლემები მართლმადიდებლურ სამყაროში და ყველგან და საჭიროა მისი ლოცვა.

მან ყველაზე რთული დრო აირჩია, ზეცაში გაემგზავრა, რათა უფრო ახლოს ყოფილიყო ღვთისმშობელთან, იესო ქრისტესთან, რომ ლოცვებით დაგვეხმაროს. კვიპროსის მთავარეპისკოპოსის, გეორგიოსის და ჩვენი სინოდის სამძიმარს გადავცემ ქართველ ხალხს და გარწმუნებთ, რომ ჩვენი პატრიარქის, ილია II-ის სიყვარული ყოველთვის მარადიული იქნება. ჩვენი ეკლესიების კავშირი მარადიული იქნება მისი სიყვარულისა და მისი ლოცვების წყალობით. უფალმა დაგიცვათ და დაგიფაროთ“, – აღნიშნა კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე თბილისში, სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალეს.

ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს

მისი ცხედარი სამების საკათედრო ტაძრიდან სიონამდე აურაცხელმა ხალხმა გააცილა