LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა, რომ კვარაცხელია გვაჩუქეთ“ – ნეაპოლელმა ჟურნალისტმა ხვიჩა კვარაცხელიას ხელმოწერით ტატუ დაიხატა

449
Untitled design (1)

„ნაპოლის“ 2022-2023 წლების წარმატებული სეზონის დასრულების შემდეგ, ნეაპოლელმა ჟურნალისტმა ანჯელო ოძელამ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კლუბ „ნაპოლის“ ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ხელმოწერით ტატუ დაიხატა.

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია

ჟურნალისტი ფოტოს ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს და წერს:

„ჩემი მესამე ჩემპიონატი… გულში და კანზე… წარუშლელი“…

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Angelo (@click_ozzella)

 

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს ქართველი ჟურნალისტი ნინა მამუკაძეც და წერს, რომ იტალიელმა ჟურნალისტმა მას კვარაცხელიას გამო მადლობა გადაუხადა:

„ინსტაგრამზე შემომდის მესიჯი, ვხსნი და მხვდება სკუდეტოს ტატუს ფოტო, კვარას ხელმოწერით… და მესიჯი…

„საღამო მშვიდობისა, ნინა, ეს ტატუ ჩემი გმირების და შენი, როგორც ჭეშმარიტი ქართველის პატივსაცემად….

მადლობა, რომ კვარაცხელია გვაჩუქეთ… მესამე სკუდეტოს ბედნიერება მომანიჭეთ. ის ჩემი რჩეული ფეხბურთელია“.

ტატუ ნეაპოლელ ჟურნალისტ ანჯელო ოძელას ეკუთვნის. სიტყვების გარეშე დავრჩი“, – წერს ნინა მამუკაძე სოციალურ ქსელში.

 

ინსტაგრამზე შემომდის მესიჯი, ვხსნი და მხვდება სკუდეტოს ტატუს ფოტო, კვარას ხელმოწერით…

და მესიჯი…

“საღამო მშვიდობისა,…

Posted by Nina Mamukadze-Sordini on ოთხშაბათი, 07 ივნისი, 2023

 

„ხვიჩას მამა ამ ყველაფერს თვალცრემლიანი უყურებდა.. სიცილი დაიწყო და ხვიჩას ქართულად რაღაც ჰკითხა“ – ემოციური ამბავი ნეაპოლის აეროპორტიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g