მეცნიერები, რომელთაც 50-მდე ექსპერიმენტი ჩაატარეს, ამტკიცებენ, რომ მამაკაცები უფრო სწრაფად იკლებენ წონაში, ვიდრე ქალები და ამას თავისი მიზეზები აქვს.
მამაკაცის სხეული ძირითადად კუნთოვანი მასისგან შედგება. ამიტომ, ის უფრო მეტ ენერგიას ხარჯავს და სწრაფადაც იკლებს წონაში. ქალები კი, კერძების მომზადებისას, მუდმივად აგემოვნებენ მას და გაუცნობიერებლად აგროვებენ ზედმეტ კალორიებს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი – მამაკაცებს, ქალებისგან განსხვავებით ნაკლებად აქვთ ემოციური კავშირი საკვებთან ანუ, მათ არ ახასიათებთ სტრესის, მოწყენილობის და დეპრესიის ტკბილეულთან და კალორიულ საკვებთან ერთად „გადაყლაპვა“.
წონაში დაკლების მსურველ ქალებს მეცნიერები აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრებას და სუფთა ჰაერზე სეირნობას, ვარჯიშს და კუნთოვანი მასის გაზრდას ურჩევენ.