LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მას არ უნდოდა შვილი“ – ბრიტნი სპირსი აცხადებს, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკისგან ორსულად იყო

186
Untitlesfg

პოპ-პრინცესამ, ბრიტნი სპირსმა თავის მემუარებში, „ქალი ჩემში“ სკანდალური ინფორმაცია გააჟღერა. ის აცხადებს, რომ 20 წლის წინ ჯასტინ ტიმბერლეიკისგან ორსულად იყო, თუმცა, ჯასტინს არ სურდა შვილი, ამიტომ მან ორსულობა შეწყვიტა.

„ეს ორსულობა მოულოდნელი იყო. მე ჯასტინი ძალიან მიყვარდა და ვფიქრობდი, რომ ჩვენ ოჯახი გვექნებოდა. მისთვის კი ეს ტრაგედიად იქცა, ის საერთოდ არ იყო გახარებული და მეუბნებოდა, რომ ჩვენ არ ვიყავით მზად მშობლობისთვის. ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, მე ორსულობას არ შევწყვეტდი“, – აცხადებს ბრიტნი.

ჯასტინ ტიმბერლეიკს აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

„საბოლოოდ შეიშალა“ – ბრიტნი სპირსი ჯასტინ ტიმბერლეიკის სიმღერაზე ცეკვავს

„ჩემი და ჯასტინის განშორება, მსოფლიოში ყველაზე ხმაურიანი განშორება იყო“ – ბრიტნი სპირსი

„ცეკვა სამზარეულოს დანებით“ – ბრიტნი სპირსის უახლესი ცეკვის ვიდეომ მისი ფანების შეშფოთებას გამოიწვია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები