LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მათ შორის ქიმია ღვივდება“ – ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის შესაძლო შერიგების ფონზე, ჯეი ლო ახალ მამაკაცს „უმიზნებს“

318
page

ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის შესაძლო შერიგების შესახებ გავრცელებული ინფორმაციისა და საკმაოდ დამაინტრიგებელი ფოტოების შემდეგ, მედიაში ახალი სასიყვარულო კავშირის გაღვივების შესახებ ალაპარაკდნენ.

საუბარია ჯეი ლოსა და მისი სასცენო პარტნიორის, 44 წლის  ბრეტ გოლდსტაინის შესაძლო რომანზე.

ცოტა ხნის წინ 55 წლის ჯეი ლომ „ინსტაგრამზე“ ფოტოები გაავრცელა, რომელშიც ახალი რომ-კომის სათაური, „სამსახურებრივი რომანი“ გააჟღერა.

„მათ შორის ქიმია ღვივდება. ჯეი ლოს ერთი სული აქვს ახალ პროექტზე მუშაობა დაიწყოს, განსაკუთრებით ახარებს ის ფაქტი, რომ მისი პარტნიორი უსიმპათიურესი ბრეტი იქნება. სხვათა შორის, ბრეტ გოლდსტაინს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ჯეი ლოს დიდი თაყვანისმცემელია“, – აცხადებს ინსაიდერი.

ცნობისთვის, ეს გახლავთ „ნეტფლიქსის“ კინოსურათი, „სამსახურებრივი რომანი“. 55 წლის ჯეი ლოს პარტნიორობას სწორედ ბრეტ გოლდსტაინი გაუწევს. ფილმის პროდიუსერები აარონ რაიდერი და ენდრიუ სუეტი არიან.

ფოტო/ვიდეო: ხელს ხვევს და სექსუალურად ეხუტება – ჯეი ლო ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის უახლესი ვიდეოთი შოკირებულია

ბენ აფლეკს ჯენიფერ გარნერთან ერთად ფილმში მონაწილეობის მიღება სურს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები