დასავლური მედია კვლავ ბენ აფლეკის პირადი ცხოვრებით დაინტერესდა და გაარკვია, რომ ოსკაროსანი მსახიობი უკვე მზადაა ახალი რომანტიკული ურთიერთობისთვის. წყაროს ცნობით, 52 წლის ბენმა თითქმის მოიშუშა მორიგი წარუმატებელი ქორწინებიდან დარჩენილი იარები და ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს.
საინტერესოა, რომ მედია კვლავ ანჯელინა ჯოლიზე აკეთებს მინიშნებებს და წერს, რომ მრავალი წლის განმავლობაში ბენ აფლეკის ფარული სიყვარული სწორედ ანჯელინა ჯოლი გახლდათ.
ყოველივე ამის ფონზე, მსახიობი ლოს-ანჯელესში, მარტო სეირნობის დროს გადაიღეს. ბენს თეთრი მანტო და ზოლიანი შარვალი ეცვა.
„ბენ, მგონი, ზედმეტად დიდ კერძს დაადგი თვალი“, „ბენი ძიებაშია“, „ბენ, ეს რა შარვალია?“, „ვინ იქნება შენი მორიგი მსხვერპლი?“, – არ წყდება კომენტარები.
ზუსტად ასე იწყებოდა „ბენიფერის“ რომანიც – ჰოლივუდი „ბენჯელინას“ მოლოდინში – ახალი დეტალები
ბენ აფლეკი ბრედ პიტის ერთ-ერთ „ექსს“ „ქრაშავს“ – მზად ხართ ახალი ზე-ვარსკვლავური რომანისთვის?



