LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანი ბრეგვაძე: „დედა რომ გარდამეცვალა, ძალიან ცუდად ვიყავი, არაფერი მინდოდა. მოვიდა სოფიკო და მითხრა, აბა, ახლა აეთრიე ამ სკამიდან და შენი ცხოვრება დაიწყეო…“

274
ნანი და სოფიკო

„კვირის პალიტრა“ აქვეყნებს ინტერვიუს ნანი ბრეგვაძესთან, სადაც ის სოფიკო ჭიაურელთან დამოკიდებულების შესახებ ჰყვება:

„სო­ფი­კოს ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო შიგ­ნით ვერ იტევ­და ამ­დენს. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბა, იმ­დე­ნად, რომ ვინც კი დავ­რჩით მისი მე­გობ­რე­ბი, სულ ვიხ­სე­ნებთ. ყვე­ლას­თან პირ­ვე­ლი იყო, კარ­გი რამ პირ­ვე­ლად მას უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა.

მე რომ დედა გარ­და­მეც­ვა­ლა, ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი, იმ­დე­ნად მო­ვეშ­ვი, აღარც კონ­ცერ­ტე­ბი, აღა­რა­ფე­რი მინ­დო­და… დიდი დრო გა­ვი­და, მა­შინ უკვე სო­ფი­კო და გი­ორ­გი ერ­თად აღარ იყ­ვნენ, სო­ფი­კო და კოტე მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან და უნდა გე­ნა­ხათ, სო­ფი­კო რო­გორ შე­მო­ვი­და, – აბა, ახლა აეთ­რიე ამ სკა­მი­დან და შენი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყეო…

ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რო­გორ გა­მო­მიყ­ვა­ნა სი­ტუ­ა­ცი­ი­დან, არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა! ცხოვ­რე­ბის­კენ შე­მო­მაბ­რუ­ნა, გე­უბ­ნე­ბით და ახ­ლაც სულ გა­მაჟ­რი­ა­ლა, თან ცრემ­ლე­ბი მახ­რჩობს, სო­ფი­კო­ზე სხვა­ნა­ი­რად სა­უ­ბა­რი არ შე­მიძ­ლია.

სო­ფი­კოს ამ­ქვეყ­ნად არ­ყოფ­ნას ვე­რაფ­რით ვეჩ­ვე­ვით. სო­ფი­კო ჩემი ცხოვ­რე­ბი­დან არ წა­სუ­ლა! არც არა­ვის ცხოვ­რე­ბი­დან… კი­დევ კარ­გი, რომ დარ­ჩა მისი ასე­თი გე­ნი­ა­ლუ­რი ფილ­მე­ბი, თით­ქოს აგერ ჩვენ­თა­ნაა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g