“არამგონია, რაც ნიკა გვარამიამ ჩვენ გვლანძღა, რაღაც ლოგიკაში არ ჯდება” – ასე უპასუხა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ TV პირველის ჟურნალისტის შეკითხვას, აპირებს თუ არა საპატრიარქო, რომ პრეზიდენტს მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართოს.
მედიის მიერ დასმულ დამატებით შეკითხვას დეკანოზმა ჯაღმაიძემ არ უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ მისი სასამართლო დარბაზში დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.
დღეს, 18 მაისს, 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე მედიის სოლიდარობის აქცია გაიმართება ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე:
სამადაშვილი: იმედი მაქვს, დღესვე გაერთიანდება საზოგადოება შეწყალების პეტიციის ხელმოსაწერად
აბა თქვენ იცით! – ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ
რეპრესიული მანქანა ამოქმედდა და ნიკა გვარამია აიყვანეს პოლიტიკურ ტყვეობაში: ადვოკატი